დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „GMM“-სათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 933 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017180 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №93 3
2014 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
შპს „ GMM“ -სათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო), რომ თავისუფლებაშეზღუდულ, პირობით მსჯავრდებულ და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით, შპს „ GMM“-ს (ს/კ 401969250)უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ , 10 წლის ვადით გადასცეს მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, ომარ ხიზანიშვილის ქ. №260-ში მდებარე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე, შენობა‑ნაგებობა №1-ში არსებული 1500 კვ.მ ფართიდან 886 კვ.მ საწარმოო ფართი, წილობრივი მიწის ნაკვეთით (მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი – 72.13.33.513).
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს: არანაკლებ 40 თავისუფლებაშეზღუდული, პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულისათვის ახალი პროფესიების ათვისება, მათი პროფესიული გადამზადება, დასაქმება და მათთვის შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად, არანაკლებ 200 (ორასი) ლარის (დარიცხვით) ოდენობით, 2014 წლის ბოლომდე არანაკლებ 140 000 (ას ორმოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება, საწარმოს მოწყობა, და ექსპლუატაციაში მიღება.
3. პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები