დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 919 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017178 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №919
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ,,შპს ,,ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №544 განკარგულების, ამავე განკარგულებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის 2014 წლის 5 მაისის №3 სხდომის ოქმის და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე , შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ“ უზრუნველყო შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის (ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №24) ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე განსახორციელებელი სამუშაოების ნაწილობრივი დაფინანსება განხორციელდება ,,შპს ,,ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №544 განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის გადაცემის შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე განსახორციელებელი და ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების გარეთ დარჩენილი სამუშაოების და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე- 3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის (პროგრამული კოდი: 26 02 01 ) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები