დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ანაკლიაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 918 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017173 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №918
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
ანაკლიაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ
ქვეყნისთვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, გამარტივებული წესით გასცეს ანაკლიის საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები