დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 869 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017163 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №869
2014 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა შპს „ენერგოტრანსს“ 2013 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების ჯამური ღირებულების – 1 565 264.94 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდახუთი ათას ორას სამოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე.
2. შპს „ენერგოტრანსმა“ უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს „ენერგოტრანსი“ უფლებამოსილია უიმედო ვალად აღიარებული დავალიანება, 1 565 264.94 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდახუთი ათას ორას სამოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით (წარმოშობილი 2013 წელს), გამოქვითოს 2014 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, თუ შესაბამისი შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილია ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნეს ამ განკარგულების საფუძველზე შპს „ენერგოტრანსის“ მიერ განხორციელებული სათანადო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2013 წელს განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები