სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 915
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017164
  • Word
915
22/05/2014
ვებგვერდი, 09/06/2014
000000000.00.003.017164
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 915

2014 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გლდანი-დიღმის შემაერთებელ გზაზე, ავტომანქანების ბაზრობის მოპირდაპირედ არსებული 1800.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.13.01.004.078) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „თ და კ რესტორნებს“ (ს/კ 204909180).

2. საპრივატიზებო პირობებ ად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 საბანკო დღის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობითMcDonald's-ის სავაჭრო ნიშნით მომუშავე სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობა და აღჭურვა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 თვის ვადაში ;

გ) ამ პუნქტის ,, ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით , პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში არანაკლებ 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვეში არანაკლებ 100 (ასი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტი „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობებ ის შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „თ და კ რესტორნებმა“ წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვ სტიციის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი , რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 3 (სამი ) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები .

პრემიერ-მინისტრი                         ი . ღარიბაშვილი