დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ასტორიისათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 მარტის №14/03/07 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ასტორიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 913 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017166 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №913
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ასტორიისათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 მარტის №14/03/07 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ასტორიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037- Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
ა) დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ასტორიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 მარტის №14/03/07 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:
„ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ასტორიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 მარტის №14/03/07 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე კაფის მშენებლობა, მისი, კანონით დადგენილი წესით, ექსპლუატაციაში მიღება და ავტოსადგომის მოწყობა;“;
ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ასტორიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 მარტის №14/03/07 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი გაუქმებულ იქნეს.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ასტორია“ (ს/კ №224067630) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ასტორიას“ შორის 2012 წლის 8 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები