დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შ.პ.ს. „ინდუსტრიას“ 100% სახელმწიფო წილის 75% ფასდაკლებით და საზოგადოებაზე დამაგრებული მიწის ფართის 50% ფასდაკლებით კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 23 მარტის №1-3/184 ბრძანებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის გაუქმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 911 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017168 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №911
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
„შპს „ინდუსტრიას“ 100% სახელმწიფო წილის 75% ფასდაკლებით და საზოგადოებაზე დამაგრებული მიწის ფართის 50% ფასდაკლებით კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 23 მარტის №1-3/184 ბრძანებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობის გაუქმების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაუქმდეს „შპს „ინდუსტრიას“ 100% სახელმწიფო წილის 75% ფასდაკლებით და საზოგადოებაზე დამაგრებული მიწის ფართის 50% ფასდაკლებით კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 23 მარტის №1-3/184 ბრძანების მე-4 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობა - „კონკურსში მონაწილე ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს მონიტორინგს თბილისში არსებული ზენორმატიული გადახრის მქონე მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების შესახებ და წინასწარ შეთანხმებას ქ. თბილისის მერიასთან ოცამდე ზენორმატიული გადახრის მქონე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის გასწორება-გამაგრებაზე;“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები