დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №552 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 906 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017144 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №906
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსა ხორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №552 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსა ხორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №552 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში გადაცემა „ეტალონის“ ანონსისა და აღნიშნული გადაცემის მიმდინარეობისას, სარეკლამო ჭრის დროს, სოციალური რეკლამის განთავსებისათვის შესაბამისი შესყიდვები.“.
პრემიერ- მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები