დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ანაკლიაში აკვა-პარკის მშენებლობისას წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 897 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017136 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №897
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
ანაკლიაში აკვაპარკის მშენებლობისას წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის 2013 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული წინადადებები.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ 3 290 000 (სამი მილიონ ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით რესურსის მოძიება შპს „ანაკლიის“ კაპიტალის გასაზრდელად, ანაკლიის აკვა-პარკის მშენებლობლობისათვის შესრულებული სამუშაოების სრულად ანაზღაურების მიზნით.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები