დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 885 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017133 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №885
2014 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარზე საქართველოს სახელმწიფო პოზიციის მომზადების მიზნით, ორი უცხოელი ექსპერტისაგან იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები