სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 883
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017176
  • Word
883
16/05/2014
ვებგვერდი, 09/06/2014
000000000.00.003.017176
სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №883

2014 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

    1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრმა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მოწყობისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

    2. სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს 2014 წლის სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრისათვის გამოყოფილ ასიგნებათა და ამავე ცენტრის 2014 წლის სხვა სახსრების ფარგლებში.

    3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.

 

პრემიერ‑მინისტრი                                        ირაკლი ღარიბაშვილი