საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 880
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017189
  • Word
880
16/05/2014
ვებგვერდი, 09/06/2014
000000000.00.003.017189
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

           საქართველოს მთავრობის

განკარგულება №880

2014 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

    1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ –სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (საიდენტიფიკაციო კოდი – №201990079) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ზუგდიდში, წითელი ჯვრის ქუჩაზე მდებარე 8839,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №43.36.09.122), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკუთრებაში არსებული, ქ. ზუგდიდში, თეატრის ქუჩა №2-ში მდებარე 5002,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 43.31.49.299) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ მოითხოვს აღნიშნული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებების სხვაობის ანაზღაურებას.

    2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                               ირაკლი ღარიბაშვილი