დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა უსაფრთხოების მიზნით გველის შხამის საწინააღმდეგო შრატით უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 864 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017181 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №864
2014 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა უსაფრთხოების მიზნით გველის შხამის საწინააღმდეგო შრატით უზრუნველყოფის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა უსაფრთხოების მიზნით:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თავის ბალანსზე რიცხული, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული, ქვემოთ მოყვანილი ფარმაცევტული პროდუქტი (ამ პროგრამების მიზნობრივი ჯგუფისა და პროგრამის განხორციელების მექანიზმის მიუხედავად), მოხმარების მიზნით, გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას:
ა) გიურზას შხამის საწინააღმდეგო მონოვალენტური შრატი - 5 დოზა;
ბ) გველგესლას შხამის საწინააღმდეგო მონოვალენტური შრატი - 5 დოზა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები