დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 1992 - 1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა იდენტიფიცირების მიზნით, ზოგიერთი საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 863 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017157 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №863
2014 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 1992-1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა იდენტიფიცირების მიზნით, ზოგიერთი საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) წინადადება 1992 - 1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად ბაბუშერასა და გუმისთაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრებისგან უკვე აღებული და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს არქივში არსებული ნიმუშების გენოტიპირების საექსპერტო გამოკვლევის ჩატარების შესახებ.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მომსახურების ღირებულების საფასური დადგენილი ტარიფის მიხედვით შეადგენს 140 000 ლარს.
3. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უსასყიდლოდ გაუწიოს მომსახურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ამ განკარგულების შესაბამისად.
4. მომსახურება განხორციელდეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაუთვალისწინებლად.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები