სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2394
08/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/2011
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2394

2011 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2011 წლის 6 დეკემბრის №05/28555) ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით შემდეგი სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ:

ა) ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარგავში მდებარე №1 ობიექტი (საკრებულოს შენობა) და მასზე დამაგრებული 249 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №60.12.33.001);

ბ) დაბა ასპინძაში, თამარის ქ. №3-ში მდებარე №1 ობიექტის (გამგეობის შენობის) I სართულზე არსებული 137.8 კვ.მ ფართობი, II სართულზე არსებული 87.5 კვ.მ ფართობიდან 30.8 კვ.მ ფართობი, სარდაფი 45.7 კვ.მ ფართობითა და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №60.01.31.059).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                 ნ. გილაური