დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კომპანიისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2393 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2393
2011 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კომპანიისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენ კომპანიას (საქართველო) (საიდენტიფიკაციო კოდი 204992785) უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაოხრებში მდებარე 131656 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კომპანიისათვის (საქართველო) უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადასაცემი ქონება
| № | ადგილმდებარეობა | ნაკვეთის ფუნქცია | მიწის ფართობი (კვ.მ) | საკადასტრო კოდი |
| 1 | ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაოხრები | სასოფლო-სამეურნეო | 8733 | 62.16.51.022 |
| 2 | ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაოხრები | სასოფლო-სამეურნეო | 5042 | 62.16.51.018 |
| 3 | ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაოხრები | სასოფლო-სამეურნეო | 4620 | 62.16.51.017 |
| 4 | ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაოხრები | სასოფლო-სამეურნეო | 7310 | 62.16.51.011 |
| 5 | ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაოხრები | სასოფლო-სამეურნეო | 14745 | 62.16.51.016 |
| 6 | ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაოხრები | სასოფლო-სამეურნეო | 3910 | 62.16.51.019 |
| 7 | ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაოხრები | სასოფლო-სამეურნეო | 49906 | 62.16.51.014 |
| 8 | ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაოხრები | სასოფლო-სამეურნეო | 37390 | 62.16.51.023 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები