ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

  • Word
ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2391
08/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/2011
000000000.00(0).000.000000
ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2391

2011 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

 ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელწიფო პროგრამის“ ფარგლებში „ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ (ორგანიზაციული კოდი – 35 12 02 27 05) ასიგნებებიდან „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილების №27 დანართის (მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების (სამკურნალო საშუალებები) შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური