„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016276
54
14/07/2014
ვებგვერდი, 14/07/2014
120340000.22.026.016276
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №54

2014 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებით (სსმ, 11/10/2013, 120340000.22.026.026214) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის:  

ა) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „გ.ვ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ1) G -7 სამმართველო;”;

გ) მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-2 პუნქტის „გ.გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) G-3 სამმართველო - მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს ოპერაციების დაგეგმვა, ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგი;”;

ე) მე-2 პუნქტს დაემატოს „გ.ვ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ1) G-7 სამმართველო - ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მომზადებისა და პირადი შემადგენლობის განათლების დაგეგმვა და მონიტორინგი;”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია