დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ენერგეტიკის დარგში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, ინვესტიციებისა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2387 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2387
2011 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
ენერგეტიკის დარგში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, ინვესტიციებისა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
1. ენერგეტიკის დარგში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, ინვესტიციებისა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ხელშეწყობისათვის სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ობლიგაციების განსათავსებლად საჭირო იურიდიული, საბროკერო, ფინანსური, აუდიტორული და სხვა საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების შედეგად საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ობლიგაციების განთავსებასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები (მათ შორის, პირობები) წარმოდგენილ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები