დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს"სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი" |
| მიღების თარიღი | 04/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ინფორმაცია
შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ დებულებაში (დამტკიცებულია პარტნიორთა 28.12.2009 წლის კრების ოქმით და გამოქვეყნებულია 30.12.2009 წლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” №264-265, დებულების 16.03.2011 წლის მდგომარეობით რედაქცია გამოქვეყნებულია სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” მეშვეობით) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 13.11 მუხლი:
„13.11. დავის სირთულის გათვალისწინებით, 10 000 ლარამდე დავის საგნის ღირებულების შემთხვევაში არბიტრაჟი უფლებამოსილია, დავა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქმის წარმოებაში მიღების დროს არბიტრაჟის თავმჯდომარე, დავის სირთულიდან გამომდინარე, განსაზღვრავს 10 000 ლარამდე ღირებულების რომელი დავა უნდა იქნეს განხილული ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის გარეშე დავას განიხილავს ერთი არბიტრი, რომელსაც ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. ზეპირი მოსმენის გარეშე დავა განიხილება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მითითებული გარემოებების საფუძველზე. თუ ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველ დავაზე, რომელიმე მხარე მოითხოვს საქმის ზეპირი განხილვის დანიშვნას, არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს საქმის ზეპირი მოსმენა.”.
2. ცვლილებები ძალაში შევიდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები