დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე „წაბლის ქერქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №1423 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2385 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2385
2011 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე „წაბლის ქერქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №1423 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე „წაბლის ქერქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №1423 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 300 000 (სამასი ათასი) ლარი – 2011 წლის 30 ივნისამდე;
გ) 200 000 (ორასი ათასი) ლარი – 2012 წლის 30 ივნისამდე;“;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) 200 000 (ორასი ათასი) ლარი – 2012 წლის 31 დეკემბრამდე.“.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს შპს „დე ენდ ვესთან“ გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხებისა და გადახდის ვადების ხელშეკრულებაში ასახვის მიზნით;
ბ) ინვენტარიზაციის შედეგების წარდგენაზე შპს „დე ენდ ვეს“ ვალდებულების 2012 წლის 1 ივნისამდე გადავადების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები