დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.33.062.016063 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის
ბრძანება №200
2014 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №112 ბრძანებით დამტკიცებულ დანართში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 11/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.062.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დანართის მე-11 პუნქტის 11.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული), ეკონომიკური ან/და ფინანსების განხრით;
ბ) მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მსგავსი მიმართულებით და ელექტრონულ ხაზინასთან მუშაობის გამოცდილებას;
დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი).“;
2. დანართის მე-11 პუნქტის 11.2 ქვეპუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;“.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ქეთევან ბაკარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები