დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ქ. თბილისის ორგანო–თერაპიული პრეპარატების ქარხანა“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ქ. თბილისის ორგანო–თერაპიული პრეპარატების ქარხანა“ |
| მიღების თარიღი | 04/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სააქციო საზოგადოება – „ქ. თბილისის ორგანო-თერაპიული პრეპარატების ქარხნის“
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ
„მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე , 2014 წლის 25 ივნისს 1300 საათზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება „ქ. თბილისის ორგანო-თერაპიული პრეპარატების ქარხნის“, (ს/№ 206027173), აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზ. 25-ი (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).
საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:
1. საზოგადოების რეორგანიზაციის საკითხის გადაწყვეტა (საზოგადოებიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოაგადოებების გამოყოფა და საზოგადოების გარდაქმნა);
2. საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვა.
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2014 წლის 15 ივნისი, სააღრიცხვო დღის მდგომარეობით. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს „ქ. თბილისის ორგანო-თერაპიული პრეპარატების ქარხნის“ ადმინისტრაციაში, ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში.
აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2014 წლის 25 ივნისს 1200 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და წარმომადგენლობის შემთხვევაში – მინდობილობა.
აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაც იის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში – ქ. თბილისში, მოსკოვის გამზ. 25-ი, ტელ. : 597191852.
საზოგადოების დირექტორი რომან წოწორია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები