დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1861 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2382 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2382
2011 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1861 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1861 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ოლიმპიური მოძრაობის სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში, სპორტის სხვადასხვა სახეობებში (ძალოსნობა, კრივი, ტანვარჯიში, ჭიდაობა, ბატუტზე ხტომა, წყალბურთი, წყალში ხტომა, მშვილდოსნობა, ძიუდო, მძლეოსნობა, შვიდკაცა რაგბი, სათხილამურო სპორტი და სხვ.) საერთაშორისო შეჯიბრებებზე საქართველოს ნაკრები გუნდებისა და წამყვანი სპორტსმენების მონაწილეობის, საწვრთნელი შეკრებებისა და ეროვნული შეჯიბრებების გამართვის, საზღვარგარეთ არსებულ შესაბამის ბაზებზე ქართველ სპორტსმენთა მომზადების, აგრეთვე საქართველოს ნაკრები გუნდების სამწვრთნელო (მათ შორის, უცხოელი მწვრთნელების), ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის სახელფასო ანაზღაურების, საქართველოში ცხოვრების, ტრანსპორტირებისა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ღონისძიებებზე მივლინების ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.“.
2. განკარგულება ძალაშია 2011 წლის 23 სექტემბრიდან.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები