ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31/2014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016148
31/2014
03/06/2014
ვებგვერდი, 03/06/2014
010240000.15.008.016148
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 31/2014

2014 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ

   „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები რაოდენობის შემთხვევაში, პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ შემდეგი გარემოებების გამო, თუ პარტიულ სიაში:

ა) რეგისტრირებული კანდიდატი გარდაიცვალა;

ბ) რეგისტრირებულ კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;

გ) რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა საარჩევნო კომისიას;

დ) რეგისტრირებული კანდიდატი, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, კანონით დადგენილი წესით, გაიწვია მისმა წარმდგენმა საარჩევნო სუბიექტმა.

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს მის მიღებამდე წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და საჭიროებისამებრ მოხდეს საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების განკარგულებების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან ერთი დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე