დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 364 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.017984 |
|
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/04/2014, 430210000.10.003.017923) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამისათვის“ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიცავდეს: ა) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული, პრიორიტეტული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურსა და სწავლასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს; ბ) სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 3. „სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამისათვის“ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიცავდეს: ა) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების განმახორციელებლის მიერ დადგენილ საფასურს და კურსის გავლასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს; ბ) პროფესიული გადამზადებისათვის საჭირო ხარჯებს; გ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლის ან პროფესიული გადამზადების დროს უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: ა) თამარ გვარამაძეს - ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს; ბ) ნინო ჩინჩალაძეს - ა(ა)იპ - ფონდი საქართველოს განათლების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს; გ) მაგდა მაღრაძეს - „Millennium Challenge Account“-ის აღმასრულებელ დირექტორს; დ) ლიკა ღლონტს - საქართველოში ტემპუსის ეროვნული ოფისის კოორდინატორს; ე) ირმა წერეთელს - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) უფროს კონსულტანტს მიგრაციისა და დიასპორის საკითხებში.“. 3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ1 ქვეპუნქტი: „ბ1) შეიმუშავებს კანდიდატთა შეფასების ფორმას;“. 4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) უფლებამოსილია მიიღოს და განიხილოს იმ კანდიდატის განაცხადი, რომელიც ჩარიცხულია პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისადმი ამ პროგრამით დადგენილი მოთხოვნებისაგან განსხვავებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“. 5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ორი რეკომენდაცია, რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;“. 6. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) უცხო ქვეყნის შესაბამის დაწესებულებაში კვალიფიკაციის ამაღლების ან/და პროფესიული გადამზადების კურსზე მიღების/ჩარიცხვის შესახებ წერილი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები - 2014 წლის 24 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები