,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016264
42
04/06/2014
ვებგვერდი, 04/06/2014
010320040.22.026.016264
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №42

2014 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320040, 13/02/2014) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

,,10. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი გაერო-ში:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, სახელმწიფო მართვა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);

ბ) თავდაცვის, უსაფრთხოების ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

გ) სასრუველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;

ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.გ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.დ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ე.ვ) ვენის 1961 წლის კონვენცია ,,დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”;

ე.ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ე.თ) გაერო-ს წესდება;

ე.ი) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანება;

ე.კ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №833 ბრძანება;

ვ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი გეგეჭკორი