„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 428
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 23/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016323
428
09/06/2014
ვებგვერდი, 09/06/2014
140130000.22.034.016323
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №428

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22/01/2014, სარეგისტრაციო კოდი -140130000.22.034.016271) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №64 დანართი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე



დანართი N64
საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების გრძელვადიანი მივლინების

ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები


 

დასახელება

უცხოური

ვალუტის

დასახელება

ხარჯების დასახელება

ანაზღაურების

ნორმები

სამედიცინო

დაზღვევა

განთავსების ხარჯი

შენახვის

ხარჯების

ნორმები

 

სულ

 

1

პოლიციის ატაშე

ავსტრიის რესპუბლიკაში

ევრო

1 250

438

1 500

1 625

4 813

2

პოლიციის ატაშე

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 250

438

1250

500

3 438

3

პოლიციის  ატაშე

ბელორუსიის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 250

1 000

3 938

4

პოლიციის ატაშე

თურქეთის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 000

1 250

3 938

5

პოლიციის ატაშეს მოადგილე

თურქეთის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 500

1 250

4 438

6

პოლიციის ატაშე უკრაინაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 500

1 000

4 188

7

უსაფრთხოების ატაშე უკრაინაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 500

1 000

4 188

8

პოლიციის ატაშე საფრანგეთის რესპუბლიკაში

ევრო

1 250

438

1 500

1 625

4 813

9

პოლიციის ატაშე

სომხეთის რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1 250

438

1 250

500

3 438

10

პოლიციის ატაშე

საბერძნეთის რესპუბლიკაში

ევრო

1 250

438

1 500

1 625

4 813

 

 

 

შენიშვნა:

ამ დანართით განსაზღვრული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯები ანაზღაურდება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში იმ საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, რომლის მონაცემებიც იქნება მიწოდებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის.

 

1. სამედიცინო დაზღვევის ხარჯები:

ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმომადგენლის მიერ სამედიცინო დაზღვევის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარმოდგენა. აგრეთვე, სავალდებულოა დაზღვევის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარმოდგენა ყოველკვარტალურად. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

2.    განთავსების ხარჯები:

ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსების ხარჯის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა ბინის ქირავნობის დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარმოდგენა და ბინის ქირის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი)  წარმოდგენა ყოველკვარტალურად.

ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ დანართით  გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სამინისტროს წარმომადგენლის ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომა) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები.

პირველადი მოწყობის ხარჯების ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენელს აუნაზღაურდება ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის თანხა, რომლის გადახდისა და დამქირავებლისთვის უკან დაბრუნების წინაპირობები გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.

 

3.  შენახვის ხარჯები:

შენახვის ხარჯების ნორმა მოიცავს სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გადასახდელს, მათ შორის:

ა)  წარმომადგენლობით ხარჯებს;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის, მოვლა-შენახვის (მათ შორის, საწვავი) და ექსპლუატაციის სხვა ხარჯებს;

გ) ოფისის მოწყობისათვის საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა მოწყობილობის (საკომუნიკაციო) ექსპლუატაციის ხარჯებს.

 

4.  მოკლევადიანი მივლინება:

მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინება ადგილსამყოფელი ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ წინასწარ უნდა ეცნობოს კოორდინატორ სტრუქტურულ ერთეულს. შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში წარმომადგენელს აუნაზღაურდება მგზავრობისა (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი) და განთავსების ხარჯები. მგზავრობის ხარჯი ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ხოლო განთავსების ხარჯი ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

5.  კუთვნილი შვებულება:

წელიწადში ერთხელ კუთვნილი შვებულების მგზავრობის ხარჯებს (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი) წარმომადგენელს და მისი ოჯახის წევრებს სამინისტრო აუნაზღაურებს მხოლოდ საქართველოს მიმართულებით და უკან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.

 

6. დამატებითი ხარჯი:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაძლებელია განხორციელდეს დამატებითი წარმომადგენლობითი ხარჯების გამოყოფა.

 

7. პირველადი მოწყობის ხარჯები, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა:

სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, პირველადი მოწყობის ხარჯების ფარგლებში,  სამინისტროს წარმომადგენლების მიერ საჭირო ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტის  კოორდინატორი სტრუქტურული ერთეულისათვის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნულ თანხებს აანაზღაურებს სამინისტრო მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.