დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №406 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1114 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.029.016209 |
|
,,მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის N406 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე”; 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1). “. 3. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. დამტკიცდეს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4.“ 4. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“. 5. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სამუშაო გამოცდილება - სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება; გ)საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoi№t- კარგი ცოდნა; დ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;“. 6. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,, საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; გ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანება; ე) კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ (1951); ვ) ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის 31 იანვრის ოქმი; ზ),,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) ,,ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №99 ბრძანება; ი) ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები