„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016217
1125
03/06/2014
ვებგვერდი, 05/06/2014
010170000.22.029.016217
„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1125

2014 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
  1. ბრძანების სათაურში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“

2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“  (დანართი №1) სათაურში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“

3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“  (დანართი №1) პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში - წესი) ადგენს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.

2. ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ ”იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა” (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა).“.

4. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“  (დანართი №1) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) დევნილის დროებითი განსახლება - დევნილისათვის სათანადო საცხოვრებლის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის უზრუნველყოფა (მათ შორის, ქირის თანხით უზრუნველყოფა), გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებისა.“.

5. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესში“  (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6. დევნილის დროებითი განსახლების წესი

1. დევნილის დროებითი განსახლების თაობაზე მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია).

2. დევნილი დროებითი განსახლების თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს, რომელსაც უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. დროებითი განსახლების მიზნით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტი განიხილავს და დაამუშავებს განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას. დეპარტამენტის მიერ განცხადების დამუშავება გულისხმობს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და ამ ბრძანების მე-6 პუნქტით დამტკიცებული „მონიტორინგის ფორმის“ (დანართი №8) შედგენას.

4. დამუშავებული მასალები, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილის, სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის, მისი მოადგილისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული დევნილთა საიდენტიფიკაციო მონაცემები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ დამუშავებული მასალები კომისიას გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ერთ კრიტერიუმს მაინც.

5. კომისია, ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახის მიმართ განხორციელდება დროებითი განსახლების ღონისძიება. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით.

6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

ა) ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრები დევნილი ოჯახი. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახის დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით;

ბ) არსებობს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების შესახებ  და ამ ეტაპზე შეუძლებელია მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, განცხადებით მიმართვის დროისათვის კონკრეტული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის არარსებობის გამო;

გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახის, რომელი  შენობებიც  გადაუდებელი სახელმწიფო  ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ. ამასთან, ამ ეტაპზე შეუძლებელია დევნილის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, განცხადებით მიმართვის დროისათვის კონკრეტული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის არარსებობის გამო;

დ) დევნილის ოჯახი, რომელმაც განცხადებით მიმართა სამინისტროს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, ცხოვრობს ქირით და ქირის გადაუხდელობის გამო საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას ან მესაკუთრემ აღნიშნულის თაობაზე მიმართა სამინისტროს;

ე) დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში და სხვა);

ვ) თუ დევნილი ოჯახი დარეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 57001-ზე ნაკლებს.

7. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებულ იქნება დადებითი გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის თაობაზე, თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, ამასთან, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გაცემის 3-თვიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის განმეორებითი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.

8. დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის თაობაზე კომისიის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი.

9. დევნილის დროებითი განსახლების თაობაზე მიღებული განცხადებები განიხილება კომისის მიერ თვეში ერთხელ.

10. დევნილ ოჯახს შეუწყდება ქირის თანხის გაცემა, თუ იგი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტების ფარგლებში.

11. დევნილის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილის ქირის თანხით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე