დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ღია სააქციო საზოგადოება „აზერიოლსერვისს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2360 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2360
2011 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ღია სააქციო საზოგადოება „აზერიოლსერვისს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ღია სააქციო საზოგადოება „აზერიოლსერვისს“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) შორის „ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ“ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები