დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების და ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2354 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 01/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2354
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების და ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ საექსპერტო, საკონსულტაციო და სხვაგვარი ხელშემწყობი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და ექსპერტ-კონსულტანტებს შორის დასადები საექსპერტო, საკონსულტაციო და სხვაგვარი ხელშემწყობი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს მიმწოდებლის მიერ წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის, ხელშეკრულების შესრულების გარანტიისა და დაზღვევის წარდგენის ვალდებულება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები