დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2353 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 01/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2353
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
1. 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლებული ოჯახებისათვის 2011 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების მიზნით საქართველოსფინანსთასამინისტრომ „საქართველოს2011წლისსახელმწიფობიუჯეტისშესახებ“საქართველოსკანონითგათვალისწინებულისაქართველოსმთავრობისსარეზერვოფონდიდანსაქართველოსოკუპირებულიტერიტორიებიდანიძულებითგადაადგილებულპირთა, განსახლებისადალტოლვილთასამინისტროს გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახებისათვის მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების ლიმიტი განისაზღვროს ერთ ოჯახზე (აბონენტი) 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოსოკუპირებულიტერიტორიებიდანიძულებითგადაადგილებულპირთა, განსახლებისადალტოლვილთასამინისტრომ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ცენტრალიზებულად განახორციელოს ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება ბუნებრივი აირის მომწოდებელი კომპანიებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები