ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ

  • Word
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2487
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2487
21/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011
000000000.00(0).000.000000
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2487

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ

1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა შპს „პალიასტომს“, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან (თევზის მოპოვება) დაკავშირებული საქმიანობა.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შპს „პალიასტომი“ მოპოვებული რესურსისათვის გადაიხდის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს და რეგულირების საფასურს.

3. საქართველოს მთავრობის უპირობო გადაწყვეტილებით, განკარგულება ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური