დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კომპანია ATAC INSAAT VE SANAYI A.S. (ATAC CONSTRUCTION AND INDUSTRY INC.CO)-ის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2486 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2486
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
კომპანია ATAC INSAAT VE SANAYI A.S. (ATAC CONSTRUCTION AND INDUSTRY INC.CO )-ის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად კომპანია ATAC INSAAT VE SANAYI A.S. (ATAC CONSTRUCTION AND INDUSTRY INC.CO)-ის წინადადება მაგანა ჰესის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ 2011 წლის 26 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი, TURKIYE IS BANKASI A.S. AKDENIZ CORPORATE BRANCH-ის მიერ 01.07.2011 წელს გაცემული 3 510 000 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის №1821GG116669 ჩანაცვლების შესახებ T-BANK-ის მიერ 07.12.2011 წელს გაცემული საბანკო გარანტიით №E 0013461.
2. გაუქმდეს ATAC INSAAT VE SANAYI A.S. (ATAC CONSTRUCTION AND INDUSTRY INC.CO)-ის მიერ მაგანა ჰესის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ 2011 წლის 26 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი, TURKIYE IS BANKASI A.S. AKDENIZ CORPORATE BRANCH-ის მიერ 01.07.2011 წელს გაცემული საბანკო გარანტია №1821GG116669.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები