„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/05/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016173
20
28/05/2014
ვებგვერდი, 02/06/2014
040030000.32.057.016173
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №20

2014 წლის 28 მაისი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012  წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2012, 040030000.32.057.016087) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 16 (თექვს­მე­ტი) ერთეულით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის კ1 და კ2 ქვეპუნქტები:

„კ1) წინასაპროექტო, საკვლევ-საძიებო სამუშაოების განხორციელება, მიწისა და შენობა-ნაგებობების აზომვითი ნახაზების შედგენა და შესაბამის ტენდერებში მონა­წილეობის მიღება;

2) ნივთის მფლობელის/ინსპექტირების ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, სხვადასხვა დანადგარ-მოწყობილობების (მათი ცალკეული კომპონენტების) მწარ­მოებ­ლის/დამამზადებლის მიერ დადგენილ პარამეტრებთან შესაბამისობის გამოკვლევა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და გაცემის უზრუნ­ველ­ყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მომსახურება გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ანაზღაურებით, ხოლო სახელმ­წიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ თვითმმართველობის ორ­განოებს - უსასყიდლოდ, გარდა დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კ1 ქვე­პუნქ­ტით გათვალისწინებული მომსახურებისა;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე