„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2403 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 17/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2477
17/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 17/12/2011
000000000.00(0).000.000000
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2403 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2477

2011 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2403 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციე­ლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2403 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ის მიერ სახელმწიფო შეს­ყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორ­ციე­ლების შესახებ“;

ბ)  განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუ­ნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნე­ბულმა შპს ,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-მა კოლხეთის დაცუ­ლი ტერიტორიების მიმდებარედ, ანაკლია-განმუხურის მონაკვეთში შავი ზღვის ტერიტორიის მდგრადი განვითარების მიზნით სპორტულ-გა­მაჯანსაღებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტის გან­ხორ­ციე­ლებისათვის საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განა­ხორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური