„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №1568 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №1568 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1928
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1928
08/10/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №1568 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1928

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის 1568 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის 1568 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:          

2. შპს სანის სესხი გამოეყოს შემდეგი პირობებით: სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადა განისაზღვროს 4 წლით, საშეღავათო პერიოდი – 20 თვით, სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი – 8 პროცენტით, ხოლო სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად განისაზღვროს, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად, შპს სანის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა.“;

ბ) განკარგულების დანართის:

ბ.ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

14.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ანაკლია

43.30.41.243

16651

არასასოფლო‑სამეურნეო“;

 

ბ.ბ) მე‑19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

19.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ანაკლია

43.30.41.245

2956

არასასოფლო‑სამეურნეო“;

 

ბ.გ) 27‑ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

27.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ანაკლია

43.30.41.249

1112

არასასოფლო‑სამეურნეო“;

 

ბ.დ) 30‑ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

30.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ანაკლია

43.30.41.247

605

არასასოფლო‑სამეურნეო“;

 

გ) განკარგულების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 39‑ე პუნქტი:

 

39.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ანაკლია

43.30.41.250

246

არასასოფლო‑სამეურნეო“.

 

2. შპს „სანის“ მოეხსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „სანის“ შორის გაფორმებული სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხისა და პროცენტის გადაუხდელობის გამო ვადაგადაცილებულ თანხაზე ამ განკარგულების ძალაში შესვლამდე დარიცხული პირგასამტეხლო.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ, ამ განკარგულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ცვლილებების შეტანა შპს „სანისთან“ გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებასა და სესხის დაფარვის გრაფიკში.

4. ამ განკარგულების ძალაში შესვლამდე, მოქმედი გადახდის გრაფიკის შესაბამისად, შპს „სანის“ მიერ გადახდილი სესხი და პროცენტი ჩაითვალოს გადახდის ანგარიშში და გათვალისწინებულ იქნეს ახალი დაფარვის გრაფიკის შედგენისას.

პრემიერ-მინისტრი                                                                        . გილაური