„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №1501 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №1501 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1927
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1927
08/10/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011
000000000.00(0).000.000000
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №1501 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1927

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის 1501 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑მუხლის შესაბამისად, „იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის 1501 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ და 2011-2012 წლების ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“;

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომსაქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან:

) 285 000 (ორას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი მიმართოს . თბილისში, ვარკეთილის 3 /რ, კორპ. 327-ში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო (აღდგენა-გამაგრებითი) სამუშაოების შესყიდვის მიზნით;

) 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი მიმართოს ზამთრის პერიოდისათვის იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – დევნილებისათვის 8 500 3 -მდე სათბობი შეშის შესყიდვის მიზნით.“;

) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტისდ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საჭირო მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ. გილაური