დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის N1535 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1924 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1924
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის N1535 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის N1535 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება :
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 4 750 000 (ოთხი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი მიმართოს შემდეგი ღონისძიებების განსახორციელებლად:
ა) 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ღონისძიებების განსახორციელებლად ტრანსპორტირების, მასთან დაკავშირებული მომსახურებებისა და სხვა ღონისძიებების შესყიდვის მიზნით;
ბ) 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი – ქ. თბილისში კომპაქტურად განსახლების იმ ობიექტებში, რომლებიც შემდგომ კერძო საკუთრებაში გადაეცემა იქ მცხოვრებ დევნილებს, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ჩატარების მიზნით;
გ) 100 000 (ასი ათასი) ლარი – საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლის“ ფარგლებში ორთოფოტო გადაღებების სკანირებისა და საკადასტრო საფუძვლების ამოხაზვის ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
დ) 3 350 000 (სამი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ქ. თბილისსა და რეგიონებში მდებარე შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო და მასთან დაკავშირებული საპროექტო, საექსპერტო, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის სამუშაოების შესყიდვის მიზნით.“;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 პუნქტი:
„1 1 . ქ. თბილისში, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრებ პირთათვის წყალმომარაგების ტარიფის სრულად, ხოლო დასუფთავების ტარიფის ერთ სულზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით ანაზღაურების მიზნით საჭირო თანხები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიმართოს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი და 1 1 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.“.
პრემიერ- მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები