დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მდინარე ყვირილაზე საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1916 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1916
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მდინარე ყვირილაზე საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) 2011 წელს უზრუნველყოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მდინარე ყვირილაზე არსებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების შესყიდვის დაფინანსება უზრუნველყოს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები