დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ანაკლიის ტურისტულ ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1896 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1909 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1909
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ანაკლიის ტურისტულ ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1896 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ანაკლიის ტურისტულ ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1896 განკარგულებაში და მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 3 მაისის №974 განკარგულებით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების და ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის დაფინანსებისათვის საჭირო თანხების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფის საკითხი.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები