დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1902 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1902
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კვებითი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნება დაერთოს, შპს „ქართული კვების კომპანიას“ უსასყიდლო სარგებლობაში, აუქციონის გარეშე, 2 წლის ვადით, შესაბამისი საბალანსო ღირებულებით გადასცეს ავტოსატრანსპორტო საშუალება VOLVO FH 12, შასის №YV2A4B2C6WB191051, ძრავის №D12094242.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები