„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016644
165
29/05/2014
ვებგვერდი, 30/05/2014
200090000.22.033.016644
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №165

2014 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
 „საგადასახადო  კონტროლის  განმახორციელებელი  პირის  შერჩევისა  და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის:
1. 371 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირისათვის ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების, ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.“.

2. 372 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 372. ალტერნატიული აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

  1. აუდიტორის უფლებამოსილება და შესაბამისი კატეგორია პირს შეიძლება მიენიჭოს შემოსავლების სამსახურში №241 დანართის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძველზე.
  2. პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. პირს აუდიტორის უფლებამოსილება ენიჭება უვადოდ და მიეკუთვნება I ან II კატეგორია.
  3. I კატეგორია ენიჭება იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს.
  4. II კატეგორია ენიჭება ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს.
  5. აუდიტორს, რომელსაც მინიჭებული აქვს I კატეგორია, ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისათვის გადასახადის გადამხდელის ბრუნვის ოდენობის მიხედვით შეზღუდვა არ უწესდება.
  6. აუდიტორს, რომელსაც მინიჭებული  აქვს II  კატეგორია, უფლება  აქვს ალტერნატიული აუდიტი ჩაუტაროს  იმ გადასახადის გადამხდელს, რომლის დეკლარირებული  წლიური  ბრუნვა ან  ერთობლივი შემოსავალი  ან/და  ხარჯი შესამოწმებელი პერიოდის ცალკეული საგადასახადო წლის მიხედვით არ აღემატება 500 000 ლარს.
  7. აუდიტორის უფლებამოსილება და II კატეგორია ენიჭება იმ ფიზიკურ პირს, რომელმაც მიიღო დადებითი შეფასება შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებულ აუდიტორთა შესარჩევ ტესტირებაზე (შემდეგში - აუდიტორთა ტესტირება) და წარმატებით გაიარა შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებული გასაუბრება.
  8. აუდიტორთა ტესტირება ტარდება შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც სურთ აუდიტორის უფლებამოსილების მინიჭება.
  9.  აუდიტორთა ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. ტესტირების ჩატარების წესი, პირობები და ვადები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. პირს, რომელმაც ტესტირებაზე მიიღო დადებითი შეფასება, გადაეცემა გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ეძლევა უფლება, აუდიტორის უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, გაიაროს შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებული გასაუბრება.
  10. გასაუბრებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შექმნილი აუდიტორის უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხის განმხილველი  კომისია (შემდგომში - კომისია), რომელიც პირებისათვის აუდიტორის უფლებამოსილების მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ შესაბამის წინადადებებს წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფროსს.
  11. ფიზიკური პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და  კატეგორიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს:

ა) პირის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, კვალიფიკაციის დონე და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) საგადასახადო ორგანოს რეკომენდაცია, რომელიც გამომდინარეობს იმ გადასახადის გადამხდელებთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან, რომლებსაც პირი უწევდა აუდიტორულ/საკონსულტაციო მომსახურებას.

  1. აუდიტორის უფლებამოსილება და I კატეგორია შესაძლებელია მიენიჭოს იურიდიულ პირს, თუ მას დასაქმებული ჰყავს II კატეგორიის მქონე მინიმუმ 2 აუდიტორი. ამასთან, აღნიშნული აუდიტორები შრომითი/მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე სამართლებრივ ურთიერთობაში არ უნდა იმყოფებოდნენ ალტერნატიული აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა იურიდიულ პირთან.
  2. იურიდიული პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და კატეგორიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს:

ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში საქმიანობის გამოცდილება;

ბ) საგადასახადო ორგანოს რეკომენდაცია, რომელიც გამომდინარეობს იმ გადასახადის გადამხდელებთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან, რომლებსაც პირი უწევდა აუდიტორულ/საკონსულტაციო მომსახურებას.

  1. კომისიის მიერ იურიდიული პირისათვის I კატეგორიის მინიჭების საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნეს გასაუბრების გარეშე.
  2. კომისიის მიერ აუდიტორის უფლებამოსილების და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების თაობაზე განცხადებები განიხილება არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 თებერვლისა. აუდიტორის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე განცხადებები ყოველწლიურად განიხილება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
  3. კომისიის საქმიანობისა და კატეგორიის მინიჭების თაობაზე პირთა მიერ  წარმოდგენილი პრეტენზიების განხილვის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
3. 373 მუხლი ამოღებულ იქნეს;
4. 375 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, თუ აუდიტორს გადასახადის გადამხდელისთვის გაწეული აქვს აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურება საგადასახადო საკითხებზე ბოლო 3 წლის განმავლობაში (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება II კატეგორიის აუდიტორზე).“;

ბ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  შემოსავლების სამსახურის უფროსის თანხმობის გარეშე აკრძალულია ალტერნატიული აუდიტის ჩატარება იმ გადასახადის გადამხდელთან, რომლის წინა 2 საგადასახადო შემოწმება განხორციელებულია ალტერნატიული აუდიტის წესით (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ წესის 372 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მქონე გადასახადის გადამხდელზე).“.

5. 376 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აუდიტორის კატეგორია.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ვალდებულება, ალტერნატიული აუდიტის ჩატარებაზე თანხმობის შემთხვევაში, შეარჩიოს შესაბამისი კატეგორიის მქონე აუდიტორი და გააფორმოს მასთან ხელშეკრულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ არის უფლებამოსილი, რომ ხელშეკრულება გააფორმოს ამ წესის 378 მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებულ აუდიტორთან;“;

გ)  მე-2 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) გაფრთხილება, რომ ხარისხის კონტროლის გავლის შემდეგ, აქტის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლებელია დარიცხვამ განიცადოს კორექტირება ან შემოწმება განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს მიერ.“.

6. 377 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „დ) გადასახადის გადამხდელის ვალდებულება, შეარჩიოს შესაბამისი კატეგორიის მქონე აუდიტორი, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება და ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს შეტყობინების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ არის უფლებამოსილი, რომ ხელშეკრულება გააფორმოს ამ წესის 378 მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებულ აუდიტორთან;“;

 ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: 

 „ე) გაფრთხილება, რომ ხარისხის კონტროლის გავლის შემდეგ, აქტის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლებელია დარიცხვამ განიცადოს კორექტირება ან შემოწმება განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს მიერ.“.

7. 378 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 14 პუნქტები:

„11. ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მიუხედავად, საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ შესაძლებელია აუდიტორს განესაზღვროს უფრო მცირე ვადა ალტერნატიული აუდიტის  ჩასატარებლად, მაგრამ არანაკლებ 1 თვისა. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, აუდიტორს აეკრძალება ახალი ხელშეკრულების გაფორმება კონკრეტული ალტერნატიული აუდიტის  დასრულებამდე.

12. ინფორმაცია იმ აუდიტორების შესახებ, რომელთაც კონკრეტული პერიოდისათვის დარღვეული აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ვადა, ან ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ვადა, განთავსდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებულ აუდიტორთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ მიიღება საგადასახადო ორგანოს მიერ.

14. საგადასახადო კოდექსით 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, აუდიტორის მიმართ შესაძლებელია გატარდეს ამ წესის 374 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

8. 379 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული ხელშეკრულების საგადასახადო ორგანოში წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში  აუდიტორს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული ყველა ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია ალტერნატიული აუდიტის ჩასატარებლად.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) საგადასახადო ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია მასთან დასაქმებული ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია უშუალოდ ჩაატაროს შემოწმება და შეადგინოს შემოწმების აქტი, აგრეთვე – ინფორმაცია მათთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის და შეწყვეტის შესახებ. ასევე, ინფორმაცია კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ჩასატარებელი ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ პირებზე;“.

9. 3715 მუხლის:

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 3715. ალტერნატიული აუდიტის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და კოორდინაცია“;

ბ)  მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. იმ პირებს, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ ალტერნატიული აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება და შესაბამისი კატეგორია, ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე შეუწყდეთ ალტერნატიული აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება.

2. სსიპ - შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს:

ა) 2014 წლის 1 ივლისამდე გასაუბრების ჩატარება და II  კატეგორიის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც მიიღეს დადებითი შეფასება შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ბრძანების ამოქმედებამდე ორგანიზებულ აუდიტორთა შესარჩევ ტესტირებაზე;

ბ) 2014 წლის 1 აგვისტომდე I კატეგორიის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა იმ იურიდიული პირებისათვის, რომლების აკმაყოფილებენ „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 372 მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნებს.

  1. იურიდიულმა პირებმა, რომელთაც სურთ I კატეგორიის მინიჭება, 2014 წლის 15 ივლისამდე უზრუნველყონ „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 372 მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნათა დაკმაყოფილება და შემოსავლების სამსახურში განცხადების წარდგენა კატეგორიის მინიჭების მიზნით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი არიან, უფლებამოსილების შეწყვეტის მიუხედავად,  დაასრულონ ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებული ალტერნატიული აუდიტი.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური