„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 08 ოქტომბრის N771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 08 ოქტომბრის N771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 163
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040110000.22.033.016642
163
29/05/2014
ვებგვერდი, 30/05/2014
040110000.22.033.016642
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 08 ოქტომბრის N771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 08 ოქტომბრის N771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №163

2014 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე,

ვბრძანებ:


მუხლი 1
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებით (სსმ III, 11.10.2010 წ., №130, მუხლი 1897) დამტკიცებული „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების“ (დანართი №1):

1. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. ქონების აღრიცხვა, შენახვა  და მიღება“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: 

 ,,61. ქონების მიღებისას შედგენილი  მიღება-ჩაბარების აქტი უნდა მოიცავდეს  ინფორმაციას ქონების დასახელებისა და  მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (არსებობის შემთხვევაში)  შესახებ, აგრეთვე, ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვა ინფორმაციას, რაც შესაძლებელს გახდის ქონების  იდენტიფიკაციას.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. ქონების შეფასება და   რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო საფასურის დადგენა

1. ქონების შეფასებას აწარმოებს სააგენტოს ქონების შეფასების სამსახური (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

 2. ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონების შეფასება შესაძლებელია აგრეთვე სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 3. სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის შეფასების, აგრეთვე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) შეფასების/დასკვნის გათვალისწინებით, სააგენტო ადგენს ქონების რეალიზაციის საწყის ან/და სარეალიზაციო  საფასურს.

4. ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას საგენტომ უნდა გაითვალისწინოს  ქონების რაოდენობა და რეალიზაციის ფორმა.

5. სააგენტო უფლებამოსილია, ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო  საფასურის  განსაზღვრისას, დაეყრდნოს ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემამდე ჩატარებულ ექსპერტიზასა და შეფასებას.

 6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფოსათვის ნატურით გადაცემული ქონების რეალიზაციისას, სააგენტო უფლებამოსილია, ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო  საფასური განსაზღვროს  სახელმწიფოსათვის ქონების ნატურით გადაცემისას დადგენილი ღირებულებით.

7. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას  მიკუთვნებული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო საფასურის დადგენა შესაძლებელია  სააგენტოს მიერ  გამარტივებული წესით – ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ (მსგავს) პროდუქციაზე არსებული ფასების გათვალისწინებით.

 8. იმ შემთხვევაში, თუ ქონების ექსპერტიზის/ შეფასების  სავარაუდო  ღირებულება აღემატება ქონების  სავარაუდო ღირებულებას,  სააგენტოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით,  შესაძლებელია აღნიშნული ქონების განადგურება დადგენილი წესით,  ექსპერტიზის/ შეფასების გარეშე.“.

 3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. განმეორებითი აუქციონი

 1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას   ქონების საწყისი   სარეალიზაციო   საფასურის  25%-ით შემცირების თაობაზე.

2. თუ ამ მუხლის  პირველი  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია,  სააგენტოს გენერალური დირექტორი  იღებს  გადაწყვეტილებას ქონების საწყისი სარეალიზაციო  საფასურის 50%-ით შემცირების თაობაზე.

 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების  საწყისი სარეალიზაციო   საფასურის 70%-ით შემცირების თაობაზე.

 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების საწყისი  სარეალიზაციო   საფასურის   70%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის თაობაზე.“.

4.  მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:    

 ,,41. ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ, ქონების  რეალიზაციის  თაობაზე გადაწყვეტილების  მიღებისას,  შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის  მე-4 პუნქტით   დადგენილი   ქონების  სარეალიზაციო  საფასურის გადახდის უფრო  ხანგრძლივი ვადა.’’.

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. ქონების რეალიზაცია ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით

1.  ქონების  ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.

 2. საქონლის ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

 3. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება და განსაზღვროს მისი ოდენობა, რომელიც უნდა შეადგენდეს  ქონების საწყისი სარეალიზაციო საფასურის არანაკლებ 10%-ს, უპირობო და გამოუხმობი საბანკო  გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს ქონების სარეალიზაციო საფასურის გადახდის ვადას.

4. სააგენტოს გენერალური დირექტორი  განსაზღვრავს  ინტერნეტაუქციონის  ხანგრძლივობას, რომელიც  მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს;

5.   სააგენტოს გენერალური დირექტორი  განსაზღვრავს   სავაჭრო  ბიჯის სიდიდეს, რომელიც  უნდა შეადგენდეს ქონების საწყისი სარეალიზაციო საფასურის  2%-ს.

6. ინტერნეტაუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, სააგენტო  აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

 ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;

 ბ)  სარეალიზაციო  ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში – ლოტების მიხედვით;

 გ) ქონების რეალიზაციის საწყის  საფასურს;

 დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას (მათი არსებობის შემთხვევაში);

 ე) ბიჯის სიდიდეს;

ვ) ინტერნეტაუქციონის ჩატარების სხვა პირობებს.

 7. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის  მისაღებად სავალდებულოა:

 ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან  როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

 გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;

 დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება  სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით,  საიდენტიფიკაციო ნომრით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით რეალიზაციისას, აუქციონში მონაწილეობას ღებულობენ „ავტორიზებული პირის“ მეშვეობით.

9. ინტერნეტაუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე (არაუგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული სახით).

10. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს გადახდა შესაძლებელია როგორც „ინტერნეტბანკინგის“ საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

11. ინტერნეტაუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს “ონლაინ“ რეჟიმში.

 12. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერაც აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

13. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ.

14.  ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები.

 15. თუ პირველი ინტერნეტაუქციონის დროს  ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების  საწყისი სარეალიზაციო საფასურის 25%-ით შემცირების თაობაზე.

16. თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების საწყისი სარეალიზაციო  საფასურის  50%-ით შემცირების თაობაზე.

17. თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების საწყისი სარეალიზაციო  საფასურის  70%-ით შემცირების თაობაზე.

18. თუ ამ მუხლის  მე-15  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების  საწყისი სარეალიზაციო საფასურის  70%-ზე მეტად შემცირებული ფასით  რეალიზაციის თაობაზე.“;

19. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას სააგენტოსა და მყიდველს შორის ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტი.“.   

6. 13 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 132. აუქციონის მეშვეობით შეძენილი ქონების მიღების ვადა

 1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თანხის გადახდიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან (თუ ინტერნეტაუქციონის შემთხვევაში არ სარგებლობს „ქონების ადგილზე მიტანის“ სერვისით).

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში,  მყიდველს,  წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ქონების გატანისთვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღისა და უწესდება პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით.

3. პირგასამტეხლო განისაზღვრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი ლოტის სრული სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ჯამში არანაკლებ 1 ლარისა.

4. თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში დადგენილი ნორმებით. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას, ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშლება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე.

5. ქონების სპეციფიკისა და განთავსების ადგილის გათვალისწინებით,  სააგენტოს მიერ,  ქონების   რეალიზაციის   თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას,  შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი  ქონების გატანის უფრო  ხანგრძლივი ვადა.

 6.  აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს,  ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მყიდველი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და შეესაბამება გამოცხადებულ პარამეტრებს, რაოდენობას და ხარისხს.“.

 7. მე-15 მუხლის:

 ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,3. თუ სავაჭრო ობიექტებში ქონების შეტანის დღიდან 15 კალენდარული  დღის განმავლობაში  (გარდა მალფუჭებადი პროდუქციისა) ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო  საფასურის  არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.’’;  

 ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

 ,,31. სავაჭრო ობიექტების ფორმით მალფუჭებადი პროდუქციის რეალიზაციისას, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო  საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,4. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-31 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული  საფასურით  რეალიზაციის  თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“.

8. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი  16. ქონების რეალიზაცია ინტერნეტმაღაზიის საშუალებით

1. ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით რეალიზაციის თაობაზე სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, სააგენტო  აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) სარეალიზაციო  ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);

 ბ) ქონების სარეალიზაციო  საფასურს;

 გ)  ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით საქონლის შეძენის პირობებს.

 2. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შესაძენად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტმაღაზიით ვაჭრობის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;

დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.

 3.  ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

4. თუ ინტერნეტმაღაზიაში ქონების განთავსების დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო  საფასურის  არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების  სარეალიზაციო საფასურის  50%-ზე მეტად შემცირების თაობაზე.’’.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს   გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 



ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური