„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016643
164
29/05/2014
ვებგვერდი, 30/05/2014
040030000.22.033.016643
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №164

2014 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანებით (ვებგვერდი, 02/08/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016432)  დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობების“ (დანართი №1):

1.  მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. ქონების აღრიცხვა, მიღება და შენახვა“; 

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:  

,,41. ქონების მიღებისას შედგენილი მიღება-ჩაბარების  აქტი უნდა მოიცავდეს  ინფორმაციას ქონების დასახელებისა და  მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (არსებობის შემთხვევაში)  შესახებ, აგრეთვე, ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვა ინფორმაციას, რაც შესაძლებელს გახდის ქონების  იდენტიფიკაციას.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. იმ შემთხვევაში, თუ ქონების ექსპერტიზის/ შეფასების  სავარაუდო  ღირებულება აღემატება   ქონების  სავარაუდო ღირებულებას,  სააგენტოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით,  შესაძლებელია აღნიშნული ქონების განადგურება დადგენილი წესით,  ექსპერტიზის/ შეფასების გარეშე.“.

3. მე-7 მუხლის:

ა)  მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

,,31. სააგენტო  განსაზღვრავს ინტერნეტაუქციონის  ხანგრძლივობას, რომელიც  მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს.

32.  სააგენტო განსაზღვრავს  სავაჭრო  ბიჯის ოდენობას, რომელიც  უნდა შეადგენდეს ქონების საწყისი საპრივატიზებო  საფასურის    2%-ს.  ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის ნული ლარით განსაზღვრის შემთხვევაში, სავაჭრო ბიჯის ოდენობა შეადგენს  არანაკლებ 5 ლარს.’’;

ბ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ინტერნეტაუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა,   სააგენტო  აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ინტერნეტაუქციონის დაწყების და დასრულების დროს;

ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში – ლოტების მიხედვით;

გ) ქონების საწყის საპრივატიზებო  საფასურს;

დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;

ე) ბიჯის სიდიდეს;

ვ) ინტერნეტაუქციონის ჩატარების სხვა პირობებს.“;

გ)  მე-12  და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. თუ ინტერნეტაუქციონზე პირველად გატანისას ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას   ქონების საწყის  საპრივატიზებო  საფასურის  25%-ით შემცირების თაობაზე.

13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების  საწყისი საპრივატიზებო  საფასურის 50%-ით შემცირების თაობაზე.“;

დ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131  და 132  პუნქტები:

,,131. თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების საწყისი საპრივატიზებო  საფასურის   70%-ით შემცირების თაობაზე.

132. თუ ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდება ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების  საწყისი საპრივატიზებო საფასურის  70%-ზე მეტად შემცირებული ფასით პრივატიზების თაობაზე.“;

ე)   მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ)   მე-17 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 მუხლის:

ა)  მე-10 - მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

11. თუ საჯარო აუქციონზე პირველად გატანისას ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება,  სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას   ქონების საწყის  საპრივატიზებო  საფასურის  25%-ით შემცირების თაობაზე.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საწყისი საპრივატიზებო  საფასურის 50%-ით შემცირების თაობაზე.

13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების  საწყისი საპრივატიზებო  საფასურის 70%-ით შემცირების თაობაზე.“;

ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

,,14. თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდება ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების  საწყისი საპრივატიზებო საფასურის  70%-ზე მეტად შემცირებული ფასით პრივატიზების თაობაზე.“.

5. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. ქონების სპეციფიკის   გათვალისწინებით,  სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების  თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას,  შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით   დადგენილი, ქონების  საფასურის გადახდის უფრო  ხანგრძლივი ვადა.’’.

6. მე-12 მუხლის:

ა)  მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში,  მყიდველს,  წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ქონების გატანისთვის დამატებითი ვადა  არაუმეტეს 10  (ათი) კალენდარული დღისა და უწესდება პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით.      

3. პირგასამტეხლო განისაზღვრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი ლოტის სრული საპრივატიზებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით,  ჯამში არანაკლებ 1 ლარისა.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  41  პუნქტი:

,,41. ქონების სპეციფიკისა და განთავსების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით,    სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ  ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების  თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას,  შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი  ქონების გატანის უფრო  ხანგრძლივი ვადა.’’.

7. მე-14 მუხლის:

ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.  თუ სავაჭრო ობიექტებში ქონების შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში (გარდა მალფუჭებადი პროდუქციისა), ვერ განხორციელდება ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საპრივატიზებო  საფასურის  არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31.  სავაჭრო ობიექტების ფორმით მალფუჭებადი პროდუქციის პრივატიზებისას, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე მიიღოს გადაწყვეტილება ქონების  საპრივატიზებო  საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. თუ ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების  საპრივატიზებო საფასურის 50%-ზე მეტად შემცირების თაობაზე.“.

8. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15. ქონების პრივატიზება ინტერნეტმაღაზიის საშუალებით

1. ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით პრივატიზების თაობაზე სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს  3 სამუშაო დღისა, სააგენტო აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საპრივატიზებო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);

ბ) ქონების საპრივატიზებო  საფასურს;

გ) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის პირობებს.

2. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შესაძენად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტმაღაზიით ვაჭრობის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;

დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.

3. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების  საპრივატიზებო საფასურს.

4. თუ ინტერნეტმაღაზიაში ქონების განთავსების დღიდან ერთი თვის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საპრივატიზებო  საფასურის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული  საფასურით პრივატიზების თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური