საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2440
14/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2011
000000000.00(0).000.000000
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2440

2011 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ქვემო ქართლის რეგიონში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 270 მ3, ბოლნისის მუნიციპალიტეტი – 80,5 მ3) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ახალციხის მუნიციპალიტეტი – 200 მ3) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად დამზადებული და სააგენტოსათვის გადაცემული მერქნული რესურსიდან 550,5 მ3-ის ოდენობით სათბობი შეშის გადაცემა.

2. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑7 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ გადაცემული მერქნული რესურსის ოდენობისთვის კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდა უზრუნველყოს ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობის მიხედვით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური