„საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №239 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №239 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 948
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
948
29/04/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2011
000000000.00(0).000.000000
„საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №239 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 948

2011 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის 239 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის 239 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დამტკიცდეს საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ 2007 წლის 5 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად შექმნილი საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:

აბესალომ კეკელია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

მალხაზ აკიშბაია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

თამარ ბერუჩაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი

ქეთევან ბოჭორიშვილი - სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი

ლელა გარსევანიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი

გოგიტა გვენეტაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

როინ გიუნაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

პაატა გოგოლიძე -         სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი

მარიამ ვალიშვილი - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

მამუკა ვაწაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

არჩილ იმნაიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი

გრიგოლ კაკაურიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსდ ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის“ უფროსი

სერგო კალაძე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსი

ალექსანდრე კაჭარავა - საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) მრჩეველი

ნოდარ კერესელიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

ნინო მირზიკაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატის უფროსი

ნინო მიქანაძე - სსიპ – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

თამარ რუხაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

სამსონ ურიდია - სსიპ – საქართველოს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი ქაშიბაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი

ლალი ღოღობერიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

მამუკა ციხელაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

ირინა ჯაფარიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი

ბექა ჯაყელი - სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე..

პრემიერ-მინისტრი                                 ნ. გილაური