დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2011 წლის რთველის ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1606 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1899 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1899
2011 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ 2011 წლის რთველის ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1606 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ 2011 წლის რთველის ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1606 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. 2011 წლის რთვე ლის პერიოდში ყურძნის შესყიდვის, გადამუშავებისა და თანმდევი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 8 000 000 (რვა მილიონი ) ლარი სს „ საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ კაპიტალის გასაზრდელად.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ,,საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის“ ასიგნებების 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარით შემცირება და აღნიშნული თანხით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდა.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები