დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობის) სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის „სესხის და გრანტის ხელშეკრულების“ დადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1897 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 06/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1897
2011 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობის) სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის „სესხის და გრანტის ხელშეკრულების“ დადების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობის) სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გასაფორმებელი „სესხის და გრანტის ხელშეკრულების“ (შემდგომში – სესხის და გრანტის ხელშეკრულება) პროექტი.
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობის) სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გასაფორმებელი „სესხის და გრანტის ხელშეკრულების“ დადებასთან (სესხი – 18 მილიონი ევრო) დაკავშირებით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს „სესხის და გრანტის ხელშეკრულების“ ფარგლებში ქართული მხარის მიერ გასაფორმებელი შესაბამისი კონტრაქტების დადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
4. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განისაზღვროს „სესხის და გრანტის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული გრანტის (700 000 ევრო) მიმღებ ორგანოდ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები